სალარო აპარატებისა და სავაჭრო მოწყობილობების კომპანია ჯიესენი, ბულგარული კომპანიის Daisy Technology-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს.
ჩვენი პროდუქცია შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და მორგებულია ქართული ბაზრის მოთხოვნებს სხვადასხვა ტიპის კლიენტის საჭიროებისა და გემოვნების მიხედვით.
ჩვენი ძირითადი პროდუქცია არის სალარო აპარატები და ფისკალური პრინტერი, რომლებიც ავტომატურ კავშირშია შემოსავლების სამსახურთან. გარდა აღნიშნული პროდუქციისა, ჩვენ გთავაზობთ დამატებით სავაჭრო მოწყობილობებს, რომლებიც ეხმარება სავაჭრო ობიექტებს გამართულ მუშაობაში:
კლიენტთა კიდევ უფრო მეტი კმაყოფილებისათვის ჩვენ დავნერგეთ სერვისი
GSN ექსპრესი, რომლის დახმარებითაც მარტივად შეძლებთ სალარო აპარატის ნებისმიერი პრობლემის აღმოფხვრას.
ჯიესენის სათავო ოფისი მდებარეობს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზ. №45-ში.
საქართველოს მასშტაბით არსებული
17 ფილიალი მორგებულია ჩვენი მომხმარებლების კომფორტზე. თითოეულ ფილიალში განთავსებულია შოურუმი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, შეძენამდე ადგილზე ნახოთ და გამოიყენოთ ნებისმიერი პროდუქტი.
ასევე, იქვე შეგიძლიათ მიიღოთ სრული ტექნიკური მომსახურება. ჩვენი კვალიფიციური კადრები დაგეხმარებიან ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში.
13 წლის განმავლობაში ჩვენ ვინარჩუნებთ ხელმისაწვდომ ფასებსა და მაღალ ხარისხს ქართველი მომხმარებლებისათვის, ორიენტირებული ვართ სიახლეების დანერგვასა და მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე თითოეული მომხმარებლისათვის. 13 წლიანი გამოცდილებით მოპოვებული ნდობა და ხარისხი ჩვენი სავიზიტო ბარათია.