Logo
GE RU EN

დახმარება

ტექნიკური დახმარება

ხშირად დასმული კითხვები

როგორ შემიძლია გავყიდო ჩემი სალარო აპარატი?

თუ აღარ  სარგებლობთ სალარო აპარატით, ჩვენ შევიძენთ მას. ამისთვის საჭიროა რეგისტრირებული სალარო აპარატის მფლობელი ი/მ , ან კომპანიის დირექტორი მოვიდეს ჩვენ ოფისში და წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი. დაურეგისტრირებელი სალარო აპარატის გაყიდვა კი ნებისმიერ პირს შეუძლია პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენით. 1  საათში თქვენ მიიღებთ შესაბამის ხელშეკრულებას და თანხას ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით. თანხის ოდენობა დამოკიდებულია სალარო აპარატის მდგომარეობაზე.

Incorrect key (error-05-დან 20- მდე)

თუ სალარო აპარატის ეკრანზე დაეწერა წარწერა incorrect key (error-05-დან 20-მდე), ნიშნავს რომ სალარო აპარატზე აკრიფეთ არასწორი ღილაკი.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად კლავიატურაზე დააჭირეთ ,,C” ღილაკს 2-ჯერ და შემდეგ  ,,TL” ღილაკს. ამ კომბინაციით სალარო აპარატი გასწორდება.

რომელ საათამდე მუშაობს ფილიალები?

სათავო ოფისი: თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი N45: ორშაბათი-პარასკევი 09:00 - 18:00; შაბათი: 10:00 -14:00

თბილისი, წერეთლის გამზ. N12: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00; შაბათი: 10:00-14:00

თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ. N92: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00; შაბათი: 10:00-14:00

ბათუმი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00; შაბათი: 10:00-14:00 

რუსთავი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00; შაბათი: 10:00-14:00 

ქუთაისი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00; შაბათი: 10:00-14:00 

გორი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00; შაბათი: 10:00-14:00 

თელავი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00; შაბათი: 10:00-14:00 

ზესტაფონი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00; შაბათი: 10:00-14:00 

ფოთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00; შაბათი: 10:00-14:00 

ზუგდიდი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00; შაბათი: 10:00-14:00 

მარნეული: ორშაბათი-პარასკევი  09:00-17:00; შაბათი: 10:00-14:00

ახალციხე: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00; შაბათი: 10:00-14:00 

ოზურგეთი: ორშაბათი-პარასკევი  09:00-18:00; შაბათი: 10:00-14:00

ბორჯომი: ორშაბათი-პარასკევი  09:00-18:00; შაბათი: 10:00-14:00

როგორ შევიძინო მეორადი სალარო აპარატი?

მეორადი სალარო აპარატის შეძენა შესაძლებელია ონლაინ ან დაკავშირებით ნომერზე (032) 2 500 120 უფასო მიწოდების სერვისით სასარგებლოდ. მეორადი სალარო აპარატის ფასია: 290 ლარი.

გაქვთ თუ არა განვადება ?

დიახ, "ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" გთავაზობთ განვადებას ჩვენი ნებისმიერი სახის პროდუქციაზე. იმისათვის, რომ ისარგებლოთ განვადებით, გთხოვთ მიაკითხოთ ჩვენ  რომელიმე ფილიალს. სავალდებულოა, იქონიოთ თან პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. განვადებით შეუძლია ისარგებლოს  ნებისმიერმა პირმა, 18 წელს ზევით. თქვენი   განაცხადის განხილვა მოხდება 5 წუთში. განვადების დამტკიცების შემდეგ, მსესხებელი აწერს ხელს შესაბამის ხელშეკრულებას და იღებს ვალდებულებას გამსესხებელს გადაუხადოს თანხა ყოველი თვის კონკრეტულ  რიცხვში. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: (032) 2 500 111

როგორ გავაფორმო ონლაინ ხელშეკრულება?

ინსტრუქციის სანახავად დააკლიკეთ ლინკს: ონლაინ ხელშეკრულების გაფორმება 

როგორ დავრეგისტრირდე ვებ-საიტზე?

ინსტრუქციის სანახავად დააჭირეთ ბმულს - საიტზე რეგისტრაცია

როგორ შევიძინო პროდუქტი ვებ-საიტიდან ონლაინ?

ინსტრუქციის სანახავად დააჭირეთ ბმულს - პროდუქტის ონლაინ შეძენა

როგორ შევიძინო სალარო აპარატი ვებ-საიტიდან ონლაინ?

ინსტრუქციის სანახავად დააჭირეთ ბმულს - სალარო აპარატის შეძენა ონლაინ

რა არის საჭირო სალარო აპარატის რეგისტრაციისთვის?

სალარო აპარატის რეგისტრაციისთვის საჭიროა: პიროვნება რეგისტრირებული იყოს იურიდიულ პირად ან რეგისტრირებული ჰქონდეს ბიზნეს საწარმო. იურიდიულ პირად რეგისტრაციის მომდევნო დღესვე შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ სალარო აპარატი, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე. სალარო აპარატის რეგისტრაცია შესაძლებელია ასევე შიდა მინდობილობით. მცირე ან ინდივიდუალური მეწარმეების შემთხვევაში აუცილებელია თან იქონიოთ ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, მინდობილ პირს კი თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

როგორ შევცვალოთ სალარო აპარატზე მისამართი ან კომპანიის დასახელება?

აღნიშნული ოპერაციის შესასრულებლად გთხოვთ თქვენთან ახლოს მდებარე ჯიესენის ფილიალში მოიტანოთ სალარო აპარატი. მესამე პირს აღნიშნული მომსახურების მიღება შეუძლია მხოლოდ მინდობილობის საფუძველზე, ამ შემთხვევაში თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

ან შესაძლებელია ისარგებლოთ ექსპრეს სერვისის მომსახურებით და ჯიესენის ტექნიკოსი, თქვენი ვიზიტის გარეშე, ადგილზე დაგეხმარებათ. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: (032) 2 500 120 

როგორ მივიღოთ ინფორმაცია ერთი ან რამდენიმე აპარატის გადახდის ვადებთან დაკავშირებით?

სალარო აპარატების გადახდის ვადებთან დაკავშირებით, გამოაგზავნეთ მოთხოვნა ელექტრონულ ფოსტაზე : info@gsn.ge .  ან დაგვიკავშირდით სატელეფონო ცენტრის ნომერზე +995 32 2500 111 

რას ნიშნავს “error 30” (სავსე მეხსიერება)?

“error 30” ნიშნავს იმას, რომ თქვენს სახელზე რეგისტრირებული სალარო აპარატის ფისკალური მეხსიერების ბარათი გადავსებულია და საჭიროებს მის ჩანაცვლებას ახალი მეხსიერების ბარათით.

რას ნიშნავს “error 109”, რომელიც სალარო აპარატის ეკრანზე წერია?

“error 109” ნიშნავს GPRS კავშირის პრობლემას, შესაძლოა თქვენი სალარო აპარატი გათიშული იყოს ქსელიდან სააბონენტო სერვისის გადაუხდელობის გამო. ან/და ტექნიკურ გაუმართაობას, რომლის დროსაც სალარო აპარატი ვერ უკავშირდება შემოსავლების სამსახურის სერვერს (GE პორტალს)

როგორ გამოვასწოროთ შეცდომის კოდი “Fiscal Printer”

თუ თქვენს სალარო აპარატს დაეწერა შემდეგი წარწერა „Fiscal Printer” ნიშნავს, რომ პროგრამასთან კავშირი არადამაკმაყოფილებელია. ამ პრობლემის მოსაგვარებლად გამორთეთ სალარო აპარატი, შემდეგ ერთდროულად დააჭირეთ „QTY“-ს და ჩართვის ღილაკს, ეკრანზე გამოვა წარწერა  “confirm <st> , დააჭირეთ ღილაკს „ST” და ბოლოს ღილაკს „TL”.

როგორ გავიგოთ სალარო აპარატის ეკრანზე გამოტანილი შეცდომის კოდის მნიშვნელობა?

თუ სალარო აპარატის ეკრანზე გამოტანილია შეცდომის კოდი, მაგალითისათვის: “error 05” და ამ დროს დააჭერთ ღილაკს “TL”, სალარო აპარატის ეკრანზე ამ შეცდომის კოდის სიტყვიერი მნიშვნელობა აისახება, რაც უფრო გასაგებს გახდის პრობლემის მიზეზს და გაამარტივებს შეცდომის გამოსწორებას.

 

თითოეული სალარო აპარატის შეცდომის კოდები დეტალურად იხილეთ ამ ბმულზე

რას ნიშნავს სავსე მეხსიერება და რამდენ ხანში ერთხელ ხდება მისი შევსება?

სალარო აპარატს შეუძლია 1200 Z-Report-ის ამოღება, რაც იმას ნიშნავს, რომ სალარო აპარატის ფისკალურ მეხსიერებას შეუძლია 1200 ზეტ ანგარიშის დამახსოვრება, რომელიც საშუალოდ 3 დან 5 წლამდე ყოფნის (1 ზეტ ანგარიში = 1 სამუშაო დღეს)