სალარო აპარატები ბათუმის ფილიალში
ჯიესენი (GSN) გთავაზობთ მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანს.
თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ტიპის სალარო აპარატი ბათუმში გორგასლის ქ. №136/№138-ში.
ბათუმის ფილიალში არსებული სალარო აპარატები არის უმაღლესი ხარისხის და ფუნქციონირებს უპრობლემოდ, მოყვება გარანტია და დეტალური ინსტრუქცია.
GSN-ის სალარო აპარატები ბათუმში აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, აქვთ კონკურენტუნარიანი ფასი, შეგიძლიათ ისარგებლოთ სადაზღვევო მომსახურებით და ასევე, ჩვენ გიქმნით მაქსიმალურ კომფორტს და გთავაზობთ ადგილზე გამოძახების სერვისს.
ფილიალში განთავსებულია თქვენს ბიზნეს საჭიროებაზე მორგებული სალარო აპარატის 5 მოდელი:
- Daisy Expert SX
- Daisy Compact S
- Daisy Compact M
- Daisy Perfect M
- Daisy Expert
სალარო აპარატი Daisy eXpert SX ბათუმში გაყიდვაშია და შეუძლია რაოდენობის კონტროლი. მას აქვს ქაღალდის ჩატვირთვის მარტივი მექანიზმი, ჩაშენებული ელემენტი, ორი გრაფიკული მონიტორი და პაროლი სამუშაო რეჟიმში შესასვლელად.
Daisy Compact S-ს აქვს ქართული მარტივი მენიუ, ჩაშენებული ბლუთუზი, ელემენტი, ასევე მოქნილი კლავიატურა. მომხმარებლის დიდი მოთხოვნით სარგებლობს Daisy Compact S ბათუმში.
Daisy Compact M მუშაობს შეუფერხებლად და სწრაფად. აქვს კომპაქტური ზომა, დახვეწილი დიზაინი, გააჩნია ბლუთუზი, ქაღალდის ჩატვირთვის მარტივი მექანიზმი, ერგონომიული კლავიატურა და ორი დიდი ზომის ეკრანი. Daisy Compact M-ს აქვს ფულის ყუთსა და შტრიხკოდის სკანერთან მიერთების შესაძლებლობა.
Daisy Perfect M-ის კომპაქტური ზომა, ინტეგრირებული GPRS, ინტეგრირებული ანტენა და ხანგრძლივი NI-MH აკუმულატორი შესაფერისს ხდის ყველა სახის ბიზნესისათვის.
Daisy Expert -ს აქვს მიღებული ანგარიშის და გადახდის ფუნქცია, აღჭურვილია ორი გრაფიკული მონიტორით, კლავიატურით, ხარისხიანი ელემენტითა და ქაღალდის ჩატვირთვის მარტივი მექანიზმით.
პრინტერები ბათუმის ფილიალში
ფისკალური პრინტერი Daisy FX-1300 არის მოწყობილობა, რომელშიც გაერთიანებულია სალარო აპარატი და თერმული პრინტერი. შეგიძლიათ შეიძინოთ ერთი მოწყობილობა ორის ფუნქციით, რითაც დაზოგავთ ფინანსებსა და სამუშაო სივრცეს.
თერმული პრინტერი Bixolon SRP-E300 შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ცალკე დასადგამ პრინტერად, ისე კედელზე დასამონტაჟებელ მოწყობილობად სივრცის დაზოგვის მიზნით.
თერმული პრინტერი SP-ის პერსონალურ კომპიუტერთან დაინსტალირების შემდეგ, ინფორმაცია იბეჭდება 80 მილიმეტრიან თერმო ქაღალდზე ETHERNET, USB ან პორტის გამოყენებით.
ეტიკეტის მბეჭდავი პრინტერი TL24 გამოიყენება მცირე საწარმო-ორგანიზაციებისათვის ეტიკეტის დასაბეჭდად. მისი დანიშნულებაა თერმულ ეტიკეტზე დაიბეჭდოს სხვადასხვა ინფორმაცია. მაგალითად: პროდუქციის დასახელება, ფასი, შტრიხკოდი და სხვ.
ეტიკეტის მბეჭდავი პრინტერი TL51 გამოიყენება მცირე თუ მსხვილი ორგანიზაციებისათვის ეტიკეტის დასაბეჭდად. მისი დანიშნულებაა თერმო ეტიკეტზე დაიბეჭდოს სხვადასხვა ინფორმაცია. მაგალითად: პროდუქციის დასახელება, ფასი, შტრიხკოდი და სხვ.
POS აღჭურვილობა ბათუმის ფილიალში
თუ თქვენი ბიზნესისთვის გსურთ თანამედროვე აპარატები, მაშინ გთავაზობთ POS აღჭურვილობას ბათუმში.
ჩვენთან არის შემდეგნაირი აღჭურვილობები და მათთან ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ მომხმარებლის ეკრანიც.
- პოს სისტემა Micropos B15S-II -ს აქვს დახვეწილი დიზაინი, პრაქტიკული და გამოსაყენებლად მარტივია მოლარე ოპერატორისათვის. შეგიძლიათ მიუერთოთ ნებისმიერი ტიპის შტრიხ სკანერი, ფულის ყუთი, თერმული პრინტერი, ფისკალური პრინტერი, ნებისმიერი დამხმარე მოწყობილობა და რა თქმა უნდა, სალარო აპარატი.
- პოს სისტემა P2C J200-ს აქვს დახვეწილი და ელეგანტური დიზაინი. პრაქტიკული და მარტივად გამოსაყენებელია მოლარე ოპერატორისათვის. მასზე შეგიძლიათ მიუერთოთ ნებისმიერი ტიპის შტრიხ-კოდ სკანერი, ფულის უჯრა, თერმული პრინტერი, ფისკალური პრინტერი, ნებისმიერი დამხმარე მოწყობილობა და რა თქმა უნდა, სალარო აპარატი.
შტრიხკოდ სკანერები ბათუმში
შტრიხკოდის მკითხველი KC-5200 - ძალიან პრაქტიკული მოწყობილობაა. აქვს ერთხაზოვანი სხივი და შესაფერისია მაღალი სიმკვრივის მქონე სკანერებისთვის.
შეიძინეთ შტრიხკოდ მკითხველი DT-6800 ბათუმში, ჩვენს ფილიალში და გაიმარტივეთ სამუშაო პროცესი. მას გააჩნია მაღალი ხარისხის 2D-CMOS მოწყობილობა, გამძლე კონსტრუქცია და მარტივად აღიქვამს სარეკლამო დანართს.
შტრიხკოდ სკანერი 2D KD-5230 უზრუნველყოფს სკანირების სწრაფ და საიმედო შესრულებას ყველა ხაზოვან შტრიხ-კოდსა და 2D კოდზე. უერთდება პერსონალურ კომპიუტერსა და პოს სისტემას USD-ის მეშვეობით.
უკაბელო შტრიხკოდ სკანერი 2D KD-5230ZB კომპიუტერს უკავშირდება USB მიმღები კაბელის გარეშე - WIRELESS-ის მეშვეობით, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია კომპიუტერიდან 30 მეტრამდე მოშორებით. შტრიხკოდ სკანერს შეუძლია 1D და 2D შტრიხკოდების წაკითხვა, როგორიცაა QR კოდები.
შტრიხკოდ სკანერი 1D Honeywell 1250G კითხულობს სტანდარტულ 1D და GS1 DataBar სიმბოლოებს. გამოიყენება პერსონალურ კომპიუტერზე მისაერთებლად, საცალო და სასაწყობე პროგრამაზე სამუშაოდ 1D შტრიხკოდების წასაკითხად.
შტრიხკოდ სკანერი 2D Honeywell MS7120 გამოიყენება პერსონალურ კომპიუტერზე მისაერთებლად საცალო და სასაწყობე პროგრამაზე სამუშაოდ 1D შტრიხკოდების წასაკითხად 2D განზომილებაში.
ფულის ყუთები
ჯიესენი გთავაზობთ სხვადასხვა ზომის ძალიან ხარისხიან პროდუქტს - ფულის ყუთებს ბათუმში. ჩვენთან განთავსებულია რამდენიმე მოდელი, ესენია:
ისინი უერთდება სალარო აპარატს, ფისკალურ პრინტერს, თერმო პრინტერს, პერსონალურ კომპიუტერსა და POS სისტემას.
სეიფები ბათუმში
ფულის სათვლელი მანქანა ბათუმში
ამ მოწყობილობის მეშვეობით უშეცდომოდ დაითვლით თანხას და მარტივად ამოიცნობთ ყალბ კუპიურას.
ფულის დასათვლელი მანქანა NX-680 ბათუმში, თითქმის ყველა კომერციულ დაწესებულებაშია განთავსებული. მისი გამოყენების შედეგად დაზოგავთ ენერგიას და დაცული იქნებით ხარვეზებისგან.
ფულის დეტექტორი
ფულის დეტექტორის შეძენა შეგიძლიათ ჯიესენის ყველა მომსახურების ცენტრში, მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ აპარატით მარტივად გამოავლენთ სხვადასხვა ტიპის ყალბ კუპიურას.
ბათუმის ფილიალში დაგხვდებათ:
ელექტრო სასწორი
ორივე მოდელს აქვს დაბალი ენერგომოხმარება და მუშაობის პროცესში პრაქტიკულია.