Logo
GE RU EN

ცვლილება სააბონენტო გადახდებთან დაკავშირებით

08.08.2023

ძვირფასო მომხმარებლებო!


GSN გაცნობებთ რომ 29.09.2023-დან სააბონენტო მომსახურების საფასურის განაწილება ხდება ფასიანი. განაწილება გულისხმობს სააბონენტოს 2 ეტაპად (6-6 თვე) გადახდას. გადახდის ამ მეთოდის არჩევის შემთხვევაში, პირველი 6 თვის შენატანს დაემატება 15 ლარი.


მაგალითად: თუ წლიური გადახდის შემთხვევაში იხდიდით 120 ლარს, განაწილების შემთხვევაში პირველადი შენატანი იქნება 70₾ (60₾  სააბონენტო + 10₾  განაწილების საფასური). მეორე გადახდა იქნება მხოლოდ 60 ₾.

აქვე გაცნობებთ, რომ სააბონენტო წლის დახურვის შემდეგ თქვენ უფლება გაქვთ უარი თქვათ განაწილებულ გადახდაზე და ერთიანად გადაიხადოთ 1 წლის საფასური. ასეთ შემთხვევაში აღარ დაგერიცხებათ განაწილების თანხა.

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ: თუ სურვილი გექნებათ, ახალი საკონტრაქტო წლის დასაწყისიდან ისარგებლოთ ერთიანი გადახდით, (განაწილების გარეშე) DY  ბალანსზე უნდა ჩარიცხოთ ერთი წლის ღირებულება და პროგრამა ავტომატურად გადაგრთავთ ერთიანი გადახდის ტიპზე. აუცილებელია, რომ ერთი წლის გადახდა მოხდეს ახალი საკონტრაქტო წლის დაწყების პერიოდში და არა საკონტრაქტო წლის მეორე გადახდის დროს.


აქვე გაცნობებთ რომ 29.09.2023 დან ყველა აბონენტს, ყოველწლიურად (ერთჯერადად) დაერიცხება მომსახურების საფასური 10₾  ოდენობით. იხდით სააბონენტო მომსახურების ღირებულებასთან ერთად. თუ თქვენ განაწილებით იხდით სააბონენტოს, ასეთ შემთხვევაში მომსახურების საფასურს გადაიხდით პირველ გადახდასთან ერთად.


          მომსახურების საფასური მოიცავს:

 

  • სალარო აპარატის შემოსავლების სამსახურთან კავშირის მუდმივ მონიტორინგს, რათა თავიდან ავიცილოთ ხარვეზები და ვუზრუნველყოთ მონაცემთა გაცვლის უწყვეტობა.
    ამის წყალობით დავაზღვევთ ბიზნეს პროცესების შეფერხების რისკს, რომელსაც სალარო აპარატის გათიშვა გამოიწვევდა
  • სმს შეტყობინებებს რომლებიც შეგახსენებთ სააბონენტოს გადახდებს. სმს შეხსენებების დახმარებით შეძლებთ თავიდან აირიდოთ სააბონეტოს დაგვიანებული გადახდები, რომლის შემთხვევაშიც დაგერიცხებოდათ აქტივაციის საკომისიო.
  • სერვისის შემთხვევაში აღარ დაკარგავთ დროს ჩვენს ფილიალში ლოდინში, რადგან სერვისის დასრულების შემთხვევაში მიიღებთ სმს შეტყობინებას და შესაბამის დროს მიაკითხავთ სალარო აპარატს.
  • ასევე თქვენ შეძლებთ მიიღოთ სატელეფონო და ონლაინ მხარდაჭერა არასამუშაო დღეებშიც.
    მხარდაჭერის ფარგებლში ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ დისტანციურად გადაჭრათ სხვადასხვა ტიპის პროგრამული საკითხები, გადატვირთვა, შეცდომის კოდების იდენტიფიცირება და მოგვარება, სააბონენტოს გადახდების გადამოწმება და სხვა.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ: მომსახურების და განაწილების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაშ პროგრამა არ ააქტიურებს სალარო აპარატს.

 

ჩვენი კომპანია ყოველთვის ცდილობს განავითაროს სერვისები და შემოგთავაზოთ უკეთესი ბიზნეს გადაწყვეტილებები.

მადლობა რომ ხართ ჩვენი მომხმარებელი!

სპეციალური სიახლეები